კათედრის წლიური ანგარიში


ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის 2017-2018 სასწავლო წლის წლიური ანგარიში

მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს კათედრაზე მოღვაწეობს ექვსი პედაგოგი. სასწავლო წლის დასაწყისში კათედრამ დაგეგმა მუშაობის სხვადასხვა აქტივობა ესგს შესაბამისად, ასევე შეიმუშავა შეფასების კრიტერიუმები.

სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგმა ე.საიდოიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ლექსიკაზე მუშაობას, ორგანიზების სხვადასხვა ფორმებს, პრეზენტაციებს, ტექსტის კითხვისას მეტყველების კულტურის განვითარებას, იყენებდა რუბრიკებს „ენობრივ მასალაზე დაკვირვებას“, განსაკუთრებულად ამახვილებდა ყურადღებას სამოტივაციო კითხვარებსა და ლექსიკონს. VIIIბ კლასში ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიის მასწავლებელთან ერთად. გაკვეთილის თემა იყო მუხრან მაჭავარიანის „საბა“. V  კლასებში ჩატარდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო. მისმა მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებში. ქალბატონი ევგენია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სსმ მოსწავლეებთან მუშაობას.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლ.ჭეფხოძე Xკლასებში აქტიურად მიმართავდა საინტერესო აქტივობებით მოსწავლეთა ყურადღებას ჰაგიოგრაფიული თხზულებებისა და „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველებაზე. მისი დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს სლაიდშოუები შუშანიკისა და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობაზე. XI კლასში ისტორიის მასწავლებელთან ერთად გამართა დისკუსია თემაზე: „XIX საუკუნის თბილისი“, რაც დაეხმარა მოსწავლეებს რომანტიკოსების შემოქმედების უკეთ გაცნობაში. მოსწავლეებმა მისი დახმარებით შექმნეს კედლის გაზეთი მამათა და შვილთა ბრძოლაზე, ასევე მისმა მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბარათაშვილის სარამოს გამართვაში. ქალბატონი ლია განსაკუთრებულად მუშაობდა XII კლასებში საატესტატო გამოცდების წარმატებით დაძლევისთვის.  

პედაგოგმა მარიამ ბლიაძემ ბარათაშვილის იუბილესთან დაკავშირებით მოაწყო ექსკურსია პოეტის სახლ-მუზეუმში, ასევე მთაწმინდის პანთეონში, ჩაატარა ლიტერატურული საღამოები აფხაზეთის თმაზე, მისი დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები დედაენის დღესთან მიმართებით. მოსწავლეები დაჰყავდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში საინტერესო სპექტაკლების სანახავად. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა გრამატიკული კომპეტენციების დაძლევაზე. ხშირად მიმართავდა მოსწავლეებში გარეგანი მოტივაციების ამაღლების მიზნით ისეთი აქტივობების განხორციელებას როგორებიცაა არასაკლასო გარემოში ლიტერატურული საღამოების გამართვა. ასევე მოაწყო ჯგუფური პრეზენტაცია თემაზე: „ჩემი მემლექეთი“, რომელზეც მოსწავლეები გაეცნენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების ისტორიას.

პედაგოგი მაია ღლონტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა VI და VII კლასებში მეტყველებისა და წერითი კულტურის განვითარებაზე, წიგნიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეები ჩართო რაიონის მედიათეკაში. VI კლასში მოაწყო ჯგუფური პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს ფარგლებს გარეთ“, ასევე შემეცნებითი ექსკურსია ბარათაშვილის სახლ-მუზეუმსა და მთაწმინდის პანთეონში. VII კლასში განახორციელა პროექტი „წერილები ქართულ ლიტერატურაში“, ჩაატარა პრეზენტაციები აფხაზეთის თემაზე, აქტიური მონაწილეობა მიიღო დედაენისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.შემეცნებითი უნარების განვითარების მიზნით,მოსწავლეები ხშირად დაჰყავდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

მე V ბ კლასში განვახორციელე პრეზენტაციები თემაზე: „იავნანამ რა ჰქმნა“, VIII ბ კლასში გავმართე დისკუსია თმაზე: „ადამიანად ყოფნის სევდა“, განვიხილეთ დევიდ თოროს პუბლიცისტური წერილები. ასევე,  ქართულ ლიტერატურაში ბრბოს ფსიქოლოგიის გაცნობის მიზნით, გავმართეთ დებატები თმაზე: „კანონი და მორალი“, დისკუსიები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე. IX კლასებში გავმართე ლიტერატურული საღამო ო.ჭილაძის, გ.დოჩანაშვილის შემოქმედებასთან მიმართებით. ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე: „ოკუპაცია კ.გამსახურდიას „დიდი იოსების“ მიხედვით“, ასევე გავმართეთ დისკუსია თემაზე: „არქიფო სეთური-ტოტალიტარული სახელმწიფოს სახე“.

XI კლასში ისტორიის მასწავლებელთან ერთად გავმართე დისკუსია XIX საუკუნის ლიტერატურული თბილისი. ასევე დებატები თემაზე: „თემი და ინდივიდი“.

ვფიქრობ ჩვენი კათედრის მუშაობა სასწავლო წლის მანძილზე დამაკმაყოფილებელია, საჭიროა კოლეგების მეტი უკუკავშირი საგნის სწავლებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ასევე წიგნიერების დონის ამაღლებისთვის კოორდინირებული მუშაობა და მეტი ინოვაციური აქტივობები როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციების ამაღლებისთვის. ჩვენი მუშაობა უფრო მეტად უნდა ითვალისწინებდეს არა საგნობრივი სწავლების ვალდებულებებს არამედ, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენისა და ქვეყნის ეროვნული ცნობიერების გაღრმავებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий